ახალი ამბები
,,1000 ლარი არ გვყოფნის" - გამგეობიდან თანამშრომლები მიდიან

 

დავა გორის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოს შორის ორი თვეა მიმდინარეობს. გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა, საკრებულოსგან მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ბოლო პროექტში, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სპეციალისტების ხელფასების მატებაც ჩადო. მიუხედავად ამისა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება" არც ამ წინადადებას თანხმდება.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ინფრასტრუქტურის, შიდა აუდიტის, ზედამხედველობის, კულტურისა და საფინანსო სამსახურის თანამშრომლები ჩაწერა, რომლებიც, მართალია, მიესალმებიან ხელფასების მატებას, თუმცა სამსახურიდან წასვლაზე არ ფიქრობენ. გამგეობა კი, საკრებულოს არწმუნებს, რომ თუ არ მოხდება მატება, თანამშრომლების გადინება უფრო სისტემატიური იქნება.

 

რაიონის გამგებლის პირველ მოადგილეს ხელასი  1300 ლარიდან 2000 ლარამდე ეზრდება.

მოადგილე - 1300-დან 1900 ლარი

სამსახურის უფროსები (1000 ლარიდან 1400 ლარამდე)

განყოფილების უფროსები - 810 ლარიდან 1000 ლარამდე

მთავარი სპეციალისტები - 560 ლარიდან 700 ლარამდე

წამყვანი სპეციალისტები - 520 ლარიდან 650 ლარამდე

სპეციალისტები - 430 ლარიდან 630 ლარამდე

 

საკრებულოს წევრს სოსო ვანიშვილს აინტერესებს, თუ რატომ ემატება უფრო მეტი მაღალხელფასიან თანამდებობის პირებს, ვიდრე ჩვეულებრივ სპეციალისტებს. იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი განმარტავს, რომ მაღალხელფასიანებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

 

მაღალხელფასიანების ნაწილი კი აცხადებენ, რომ ცხოვრება გაძვირდა და ქვეყანაში ინფლაცია მძვინვარებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები