ახალი ამბები
ზნაურის რაიონში სავარაუდოდ ლეოპარდი ცხოვრობს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ზნაურის რაიონის სოფელ წორბისთან, მონადირეებმა ცხოველი შენიშნეს, რომელიც ლეპარდს მიამსგავსეს. ამის შესახებ გეოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელმა ბალა ბესტაუთმა განაცხადა. მას ინფორმაცია მონადირეებმა მიაწოდეს.

"მონადირის თქმით, ცხოველი იყო ყავისფერი და შავი, ისევე როგორც დაკარგული ლეოპარდი - ,,იალბუზი". როდესაც ლეოპარდი პირველად შენიშნეს, მოახერხეს ნაკვალევის გადაღება. ამჯერად, ლეოპარდი უკვე კლდოვან რელიეფზე დააფიქსირეს, ამიტომ შეუძლებელი გახდა მტაცებლის კვალის აღება" - აცხადებს ბესტაუთი.

დე-ფაქტო რესპუბლიკის გეოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მონადირეებმა ლეოპარდი ჯავის რაიონშიც შენიშნეს:

,,მონადირემ დაინახა, თუ როგორ გადახტა ცხოველი ერთი ხედან მეორეზე, აღწერილობის მიხედვით, ზუსტად ლეოპარდი, იმავე ფერის და დამახასიათებელი თვისებით - გრძელი კუდით", - განმარტა მან.

აღმოსავლეთ აზიური ორი ლეოპარდი - მამრი ,,იალბუზი" და მდედრი ,,ვოლნა" - ჩრდილოეთ ოსეთის ეროვნულ პარკიდან 2018 წლის ივლისში გაუშვეს. GPშ სისტემის მეშვეობით, რომელიც ცხოველებს საყელოზე მიაბეს, მათ მოძრაობას აკონტროლებდნენ.

მოულოდნელად, ერთ-ერთი ლეოპარდი 2019 წლის იანვარში გაქრა. გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ ცხოველმა საყელო ან დაკარგა, ან ზვავის ქვეშ მოყვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები