ახალი ამბები
უფლებადამცველს ქარელის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემენ
ლექსო მერებაშვილს 29 მაისს ქარელის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ წერილობითი პასუხი საკრებულოს აპარატისგან დღეს მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე არდემანაშვილმა ლექსო მერებაშვილს აცნობა, რომ წერილობითი განცხადება 2 დღით ადრე უნდა წარედგინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, 27 მაისს, საკრებულოს აპარატს წერილობით მიმართა იმის შესახებ, რომ 29 მაისის სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურს.

მერებაშვილი იმ ადამიანების ინტერესებს იცავს, რომლებიც რუისში ელექტროგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ქარელის მერი ცდილობს სტადიონის მიწების გასხვივებას.

აღსანიშნავია, რომ ელექტროგასამართი სადგურის მშენებლობას, როგორც ადვოკატები აცხადებენ, რუსული კომპანია აპირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები