ახალი ამბები
ამაღლების ტაძრები შიდა ქართლში
მთავარ ფოტოზე: ამაღლების ტაძარი სოფელ ქვახვრელში

28 მაისს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. შიდა ქართლში ამაღლების სახელობის სულ ხუთი ტაძარია.

აქედან 1 ცხინვალის აღმოსავლეთ განაპირას მდებარეობს, რომელიც აგებულია XVI - XVII საუკუნეებში, მეორე ტაძარი - სოფელ ქვახვრელში შენდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 2 ტაძარი კასპში - სამთავისსა და მეტეხშია, ხაშურში კი, - დაბა სურამის ტერიტორიაზეა.


სამთავისის ამაღლების კათედრალი




კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარეობს სამთავისის ამაღლების კათედრალი.

გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება.

მეტეხის ამაღლების ეკლესია



ამაღლების სახელობის ტაძარი მდებარეობს ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

სურამის ამაღლების სახელობის ეკლესია



ამაღლების სახელობის ტაძარს ვხვდებით, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტში. სურამის ამაღლების ტაძარი დგას დაბა სურამის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ე.წ. კვართისას მთაზე და თარიღდება ფეოდალური ხანით.

ამაღლება

ამაღლება - მოძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება.

მართლმადიდებლობაში იგი თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და ამ დღეს მართლმადიდებლები ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობენ.

ქრისტიანული სწავლებით, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე ხშირად ეჩვენებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა მათ.

უკანასკნელად კი აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა მოციქულებს, აიყვანა ისინი ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე და უბრძანა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, რადგან მიიღებდნენ რა განსაკუთრებულ ძალას მოციქულები, როცა სულიწმინდა გადავიდოდა მათზე, ისინი უნდა გამხდარიყვნენ ქრისტეს მოწამენი მთელს იერუსალიმში ქვეყნის დასასრულამდე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები