ახალი ამბები
გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პროექტის შედეგები შეაჯამეს
27 მაისს გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად შეაჯამეს ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში მათ მიერ გაწეული სამუშაო. ჯერ დაანონსეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ონლაინ ზოომ-ის პლათფორმის გამოყენებით ექნებოდათ პროექტის შეჯამება და ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელი გახადეს დასწრება.

მიწვეული ჰყავდათ სკოლის ადმინისტარციის, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და მათი მეგობარი ეკოკლუბის წევრები.

ეკოკლუბელებმა ისაუბრეს ნიკო კეცხოველის პროექტის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები სკოლისთვის და საგანმანათლებლო სივრცისთვის დადებითი. ხაზი გაუსვეს იმას, რომ ასეთი ტიპის პროექტებში ახალგაზრდების გააქტიურება ნამდვილად გაგვიყვანს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომ მათი შესრულება მომავალ თაობებს უკეთ შეუძლიათ.

შეხვედრაზე დასახეს სამომავლო გეგმებიც. ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის კლუბის კურატორმა სექტემბრიდან უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. შეხვედრის ბოლოს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს ყველა ეკოკლუბელს, მასწავლებელს, ორგანიზაცია CENN-ს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები