ახალი ამბები
ქარელის საკრებულომ მერის მოთხოვნა დააკმაყოფილა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ამის შესახებ თანხმობა მერმა საკრებულოსგან მიიღო.

გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე ხანგძრლივი დაპირისპირების შემდეგ მიიღეს. საკრებულოს სხდომას ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ.

საქმე ეხება კომპანია ,,ბიგ სერვისის" წარმომადგენლების მოთხოვნას. ისინი რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროგასამართი სადგურის აშენებას გეგმავენ. რუისში მცხოვრები, ლადო ბუზიაშვილის განცხადებით, სოფელს სტადიონს ართმევენ, ხოლო ,,ბიგ სერვისი" რუსული კომპანიაა.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს სპორტულ მოედანს. მისი განმარტებით, ქონება გამიჯნულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები