ახალი ამბები
,,კიბერბულინგი" - მოსწავლეებისთვის და უფლებადამცველებისთვის ვებინარი გაიმართება
1 ივნისს, 15 საათზე, მოსწავლეებისთვის და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ვებინარი თემაზე: "კიბერბულინგი" გაიმართება.

ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო; დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

ვებინარი გაიმართება ონლაინ პლათფორმა ZOOM-ის მეშვეობით, სადაც განხილული იქნება:

კიბერბულინგის არსი;
განსხვავება ბულინგს და კიბერბულინგს შორის;
საკანონმდებლო რეგულაციები;
კიბერბულინგის ფორმები და მეთოდები;
კიბერბულინგის შედეგები;
როგორ მოვიქცეთ კიბერბულინგის დროს;
როგორ დავიცვათ პირადი კიბერსივრცე ბულინგისგან.

ვებინარს მოდერაციას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ქორიძე; მომხენებელი - სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი თამთა ბაბუნაშვილი;

ონლაინ პლატფორმაზე დაშვების ბმული დაიდება შეხვედრამდე 1 საათით ადრე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები