ახალი ამბები
გორში ახალი საკანალიზაციო სისტემა კიდევ ერთ ადგილზე დაზიანდა
ფოტოზე: ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა

გორში, სადგურის დასახლებაში კიდევ ერთ ქუჩაზე დაზიანდა საკანალიზაციო მილი. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ასფალტის საფარის ზევით ამოდის.

ამ უბანში ეს უკვე მეორე ადგილია, სადაც ახალი საკანალიზაციო მილი დაზიანდა. ქარტლი.გე გუშინ წერდა, რომ მილი დაზიანებულია ასევე კეცხოველის ქუჩაზე.

სადგურის დასახლებაში მასშტაბური სამუშაოები 2013-2015 წლებში განხორციელდა. ამას მოყვა გზის მოასფალტება. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სადგურის დასახლების რეაბილიტაცია ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება.

ქვემოთ ფოტოზე მეორე დაზიანებული ადგილი,
ნიკო კეცხოველის ქუჩა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები