ახალი ამბები
ბობნევში სახელმწიფო ხე-ტყის საწყობს აშენებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში კოტეჯი შენდება, რომლის გარშემო ტერიტორია შემოსაზღვრული იქნება გარეგანათებით და ღობეებით. ამის შესახებ qartli.ge ცოტა ხნის წინ წერდა. 

დღეს გარემოს დაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, თუ რა დანიშნულება ექნება აღნიშნულ ობიექტს. სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ობიექტს ,,საქმიანი ეზოს" ფუნქცია ექნება, რომლის ანალოგი საქართველოში კიდევ 25 ადგილზე შენდება.

,,ტყის ახალი კოდექსით ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა იცვლება. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება. ხე-ტყის დამზადება, დახარისხება და დასაწყობება ე.წ. "საქმიან ეზოებში განხორციელდება, რაც მოსახლეობას ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს. "საქმიანი ეზოს" მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 "საქმიანი ეზო" მოეწყობა. საქმიანი ეზოების" მოწყობის შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა და უკანონო ჭრები." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები