ახალი ამბები
გორში კომბინატში მამა-შვილი დააკავეს
გორში მამა-შვილი დააკავეს. ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

პოლიციაში იმყოფება დედაც, რომელმაც გვითხრა, რომ სამართალდამცველები მან გამოიძახა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ დახმარებიდნენ,  კონფლიქტი გამოიწვიეს:

,,მე იმიტომ კი არ გამოგიძახეთ, რომ ეგ გაგეკეთებინათ და დააკავეთ. მე მინდოდა, რომ შემაკავებელი გამოგეწერათ. " - უთხრა ბიჭის დედამ პოლიციელებს.

მან დაგვიდასტურა, რომ მისი მეუღლე და შვილი კამათობდნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები