,,ჰოსტელის" აშენების საკითხმა, ჯერ კიდევ, ბიუროს სხდომაზე დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ოპოზიციამ ამ თანხით ელექტროფიკაციის დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარება მოითხოვა.
ააიპ ,,ტურისტული განვითარების ცენტრს" ,,ჰოსტელის" აშენების მიზნით და, თეატრის ეზოში საპირფარეშოს რემონტისთვის, ჯერ 90 ათასი ლარი გამოუყვეს, შემდეგ კი 40 000 ლარი დაუმატეს. ჯამში 130 000 ლარი ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის. სწორედ, ამ 40 ათასი ლარის დამატების საკითხმა გამოიწვია ბიუროზე ხმაური.
7 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე გორის მერმა აღნიშნა, რომ საკრებულოს აზრს ითვალისწინებს და თანხა უკან მიაქვს:
,,როდესაც თავიდან ეს საკითხი შემოვიტანეთ, სულ სხვა რეალობა იყო. ამჟამად, ტურისტული სეზონი მთავრდება, თანაც სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა 110 000 ლარი, ამ ეტაპზე, საკმარისი აღარ იქნება და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შეთავაზებული პროექტი ამოვიღოთ." - თქვა მერმა.
რაც შეეხება 130 000 ლარიდან დარჩენილ 19 000 ლარს, ეს თანხა გორის თეატრის ეზოში საპირფარეშოს რეაბილიტაციას მოხმარდება, რაზეც წინააღმდეგი არავინ წავიდა.
სტატიის გამოყენების პირობები