ახალი ამბები
ქვათახევის გზაზე ,,ვილა ქვათახევი" აშენდება
ასეთი იქნება ,,ვილა ქვათახევი", რომლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა საინფორმაციო ბანერი სამონასტრო კომპლექსის გზაზე უკვე გამოკრულია.

ბანერზე აღნიშნულია, რომ მას კომპანია ,,აპლიუსი" ააშენებს.

მფლობელები არიან ბექა ჯოჯიშვილი და თამთა სუხიშვილი.  მათ კომპანია 2019 წლის აგვისტოში დააფუძნეს.

გასული წლის დეკემბერში მეწილედ (51%)საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქე სონია ვერულავა შემოიყვანეს.

მშენებლობის ნებართვა კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები