ახალი ამბები
პუტინიანოელმა ქართველებმა დაზარალებულებისთვის თანხა შეაგროვეს

 

 

ამ აქციის ინიციატორი გორელი და, ამჟამად, იტალიაში მცხოვრები ნანა ფსუტურია. ის პუტინიანოში 12 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, შეგროვებული თანხა თბილისში ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად უკვე გადაირიცხა.

 

 ,,ჩვენ ქართველი ემიგრანტები იტალიის ქალაქ პუტინიანოდან ვიზიარებთ ღრმა მწუხარებით 13 ივნიის ქალაქ თბილისში მომხდარ ტრაგედიას. ჩვენი, ქართველების მცირე რაოდენობით, შეიკრიბა გარკვეული თანხა, რომელიც გადაიგზავნა ერთ-ერთ დაზარალებულ ოჯახში. ყველა ქართველმა გვინდა გავამხნეოდ ჩვენი ქართველი ერი.. ღმერთს შევთხოვოდ, რომ გაგვაძლიეროს და გაგვაერთიანოს! გისურვებთ ქართველო ხალხო სულისა და სხეულის სიჯანსაღეს" - ამ ფრაზით მთავრდება სტატია.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები