ახალი ამბები
ხოვლეში გველებთან საბრძოლველად სოფლის რწმუნებულთან გადაამისამართეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ერთი ოჯახის ეზოში 3 გველი ნახეს.

ფოტოები ოჯახის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ოჯახის წარმომადგენლის თქმით, ფაქტის შესახებ 112-ს შეატყობინა, სადაც ურჩიეს, რომ საქმის კურსში სოფლის წარმომადგენელი ჩაეყენებინათ.

საბოლოოდ, ოჯახმა სპეციალური წამლის შეძენა თავადვე მოახერხა და ქვეწარმავლებისგან სახლის გათავისუფლება შეძლო. 

მოქალაქე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყურადღებით იყვნენ, რადგან გველი საკმაოდ მომრავლებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები