გორის პროკურატურა თარაშ კანდელაკის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს საღამოს
გაიმართება.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რესტორანში 18-წლის ბიჭის
განზრახ სხეულის დაზიანების ფაქტზე თარაშ კანდელაკი უდანაშაულოა.
,,მას ბრალი მხოლოდ იმიტომ წაუყენეს, რომ მედიაში მისი გვარი
ფიურირებს" - ამბობენ ახლობლები.
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 22-წლის მამაკაცი ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჯოზეფში", 2001 წელს
დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული
ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები