ახალი ამბები
ზურაბ მუზაშვილი - მაშველი, რომელმაც 13 ივნისს წყალდიდობის ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინა
სოფელ აღაიანში, დაღუპულ მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოფლის ცენტრში მდებარე მისი მემორიალი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს თბილისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

13 ივნისს, როდესაც მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა, უამრავ ადამიანს და მათ საცხოვრებელ სახლებს საშიშროება შეუქმნა, ზურაბი ღვარცოფს არ შეუშინდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად 7 ადამიანი გადაარჩინა.

ზურაბ მუზაშვილი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა "თავდადები"-ს მედლით დააჯილდოვა, ხოლო მისი სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები