ახალი ამბები
ვინ არის პოპულისტი საკრებულოში

 

 

საკრებულოს წევრის ილია მეტრეველის თქმით, (,,ქართული პარტიიდან") იმ მიწის ნაკვეთების სია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან უნდა ამოიღონ, რომლის თაობაზე არც აუდიტის დასკვნა და არც საწყისი ფასია მითითებული. 

 

,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის თამარ თედლიაშვილის განცხადებით, რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაყიდვის თაობაზე, მოსახლეობა წინააღმდეგია და, შესაბამისად, უმჯობესია საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდეს. კვლევის ჩატარება კი მათ, უშუალოდ, ქალაქის მერმა შესთავაზა.

 

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც საკრებულოს წევრებს აუხსნა, რომ მათ, ყოველგვარი გამოკითხვების გარეშე, თავადვე უნდა იცოდნენ მოსახლეობის აზრი.

 

ზურაბიშვილის თქმით, საკრებულოს წევრები  ხალხმა იმიტომ აირჩია, რომ გადაწყვეტილების მიღება მიანდო. თუ ისევ გამოკითხვები და პლებისციტები დაგჭირდათ, მაშინ რატომ ხართ საკრებულოს წევრებიო.

 

ზურაბიშვილის განცხადება საკრებულოს წევრებმა პოპულისტურ განცხადებად შეაფასეს, ხოლო მოუწოდეს, რომ ,,ტრენინგების" ჩატარებისგან თავი შეეკავებინა.

 

რაც შეეხება ერთ-ერთ სადავო მიწის ნაკვეთს, რომელიც ,,მდიდრების უბანში" მდებარეობს, იქ ადგილობრივ მოსახლეობას სკვერი აქვს მოწყობილი და ცდილობენ მისი პროფილის შენარჩუნებას.

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები