ახალი ამბები
,,იძულებულნი ვართ მდინარის წყალი დავლიოთ" - აქცია ხიდისყურში


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში წყლის პრობლემა აქვთ.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში ეს საკითხი წლებია მოუგვარებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჭიროა დროული რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა იძულებულია მდინარის წყალი დალიოს.

,,მე და ჩემ შვილებს მდინარე მტკვრიდან წყლის ამოტანა გვიწევს. ვდგამთ ვედროს, როცა იწმინდება, მერე სასმელად ვიყენებთ. ამას წინათ მოიწამლნენ ბავშვები და საავადმყოფოში იწვნენ" - ამბობს ბაირამ ალიევი.

დღეს სოფელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Qartli.ge-მ ორი წლის წინ 2018 წელს მოამზადა მასალა, რომელშიც 700 000-იანი პროექტის არაჯეროვნად შესრულებაზეა საუბარი.

იხ. 2018 წლის ვიდეო 


Print

სტატიის გამოყენების პირობები