,,ხომ შეგვპირდით წინასაარჩევნოდ, რომ თუ სახელმწიფო არ გააკეთებდა წყალს, მანქანას გაყიდიდით და იმით გაგვიკეთებდით" - უთხრეს მაჟორიტარ წარმომადგენელს. ,,მანქანას ვეღარ გავყიდი, დავამტვრიე" - უპასუხა საკრებულოს წევრმა.
მანქანა მართლაც დაზიანებული აქვს საკრებულოს წევრს, ისიც გამგებელის წარმომადგენლის მიერ.
ზერტელებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია წვერავა 13 აგვისტოს შეხვდა. 14 აგვისტოს კი, ადგილობრივები გორში აქციის გამართვას გეგმავდნენ.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ზერტიდან შეატყობინეს, გამგებლის მოადგილე სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას მათ 2016 წლისთვის დაპირდა. ამ პროგრამის მიხედვით, ჭაბურღილების დამონტაჟება იგეგმება.
2015 წლის მონაცემების მიხედვით, გორის რაიონში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტების უმრავლესობა (ატენი, ოლოზი, ბნავისი, ხიდისთავი) დაპირების მიუხედავად არ დაწყებულა. გაზაფხულზე დაწყებული პროექტების წერა დღემდე არ დამთავრებულა.
სტატიის გამოყენების პირობები