ახალი ამბები
უფლისციხის მუზეუმის გახსნა გადაიდო
ისტორიულ ციხე-ქალაქის, უფლისციხის მუზეუმის გახსნა გადაიდო. ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს.

მუზეუმის წარმომადგენლების ცნობით, ყველა რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა, ამ პერიოდისთვის გაძნელდება.

,,აზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, როდის გაიხსნება. ძალიან გაძნელდება ვიზიტორების გადაადგილებისა და მოძრაობის კონტროლი. ძალიან დიდი სივრცეა და შეუძლებელია, თითოეულ მათგანს ყურადღება მიაქციო. მაგალითად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიზიტორი ან ტურისტი უკან ნახევარ საათში უნდა დაბრუნდეს, ამის განხორციელებაც შეუძლებელია." - გვითხრეს მუზეუმში.

მუზეუმი 2020 წლის მარტიდან დაიკეტა. წელიწადში უფლისციხეს 300 000-მდე ვიზიტორი და ტურისტი სტუმრობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები