ახალი ამბები
გორში საგამოცდო მოტოციკლი დაზიანდა
გორში, მოტოციკლის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის პრაქტიკული გამოცდები აღარ ტარდება. ამის მიზეზი საგამოცდო RAW125-ის დაზიანება ფაქტი გახდა. 

მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ უცნობია, როდის გააკეთებენ მოტოციკლს, ან იყიდიან, თუ არა ახალს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1-ლი ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

"A1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი ელემენტები: რვიანი; ზიგზაგი; საგაბარიტო წრეში მობრუნება (მხოლოდ "A კატეგორიისა და A1" ქვეკატეგორიისათვის);

Print

სტატიის გამოყენების პირობები