ახალი ამბები
გორში მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალ მოედანზე ჩააბარებენ
ფოტოზე: ახალი მოედანი პრაქტიკული გამოცდებისთვის

ახალი მოედანი, რომელიც ვერხვების დასახლებაში შენდება, ივნისის ბოლოს იქნება მზად. ამის შესახებ კომპანია ,,ნიუ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა გვითხრეს.

მშენებლების თქმის, სამუშაოები 6 თვის წინ დაიწყეს და 25 ივნისის დასრულდება.

პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად მართვის მოწმობის აღების მსურველებს ბევრი სიახლე ელოდებათ, თუმცა რამდენად იმოქმედებს მითზე - ,,გორში ადვილია გამოცდის ჩაბარების" შესახებ, ჯერ ვერ საუბრობენ.

,,რაც შეეხება ძველ მოედანს, მას მხოლოდ ავტომანქანების რეგისტრაციისა და განბაჟების პროცედურებისთვის გამოიყენებენ, ახაკ მოედანზე პროცედურები იგივე ფორმით გაგრძელდება. სხვათა შორის, აპირებენ, რომ აქ დიდი მანქანის მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩატარება აღარ მოხდეს" - გვითხრეს წარმომადგენლებმა.




ფოტოზე: ადმინისტრაციული შენობა, რომლის წინ საპარკინგე ადგილი ეწყობა


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები