ახალი ამბები
რამ გამოგვარამბოლა?! ანუ ,,გამობერბუკებული" ატენი

 

პროექტი შპს ,,ჰიდრომ" შეადგინა, რომელმაც საკუთარი ნაშრომი მარტიდან ექსპერტიზაზე ორჯერ წარადგინა. პირველ ჯერზე ექსპერტიზის ბიურომ მიუთითა, რომ ხარვეზები გამოესწორებინა. ,,გამოსწორების" შემდეგ გაგზავნილი პროექტი კვლავ დახარვეზდა. ბოლო დასკვნა 2015 წლის 31 ივლისით თარიღდება.

 

პროექტის მიხედვით, ისტორიულ და ტურისტულ სოფელში სასმელი წყალი თვითდინებით უნდა წამოსულიყო და ბნავისი, ოლიზისა და წედისის გამოვლით (ცალკე, ასევე დახარვეზებული პროექტის მიხედვით) ხიდისთავამდე უნდა ჩამოსულიყო. ფაქტობრივად, ტანას ხეობის მოსახლეობა შემოდგომასაც სასმელი წყლის გარეშე ხვდება.

 

ხარვეზები მრავალფეროვანია. პირველი თვალშისაცემი ისაა, რომ ატენის პროექტი სოფელ ბერბუკის მოსახლეობაზეა გათვლილი. ასევე ექსპერტები უთითებენ, რომ პროექტის ავტორმა არასწორად გამოიყენა ,,რამბოლის" მეთოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის მასა გათვლილია, მხოლოდ და მხოლოდ, მოსახლეობის რაოდენობაზე და არ არის ჩათვლილი მსხვილფეხა პირუტყვი და შინაური ფრინველი. პროექტი ტექნიკური ხარვეზებითაა გაჯერებული.

 

კერძოდ, ნახაზები უმასშტაბოა, არ არის გამოყონებული ტოპოგრაფიული მონაცემები, ნახაზებში არ ჩანს შენობები, ქუჩები... ნახაზები საბჭოთა კავშირის დროინდელი სტანდატებითაა შედგენილი და არ ითვალისწინებს ევროპულ სტანდარტებს და ა.შ.

 

იხ. სიუჟეტი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები