ახალი ამბები
გორში საგზაო მონიშვნის ხაზები ნაადრევად წაიშალა
გორის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მონიშვნის ხაზზებს ხელახლა აკეთებენ.

მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე თარხნიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხარვეზების გამოსწორების მიზნით ტარდება. 

,,საგზაო მონიშვნებთან დაკავშირებით ახალი ტენდერი არ გამოგვიცხადებია. შესაბამისად, ამჟამად, ჩვენი დავალებით არ ხორციელდება საგზაო მონიშვნის სამუშაოები. ალბათ, ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს." - გვითხრა ლექსო თარხნიშვილმა.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ანესაშვილმა კი, არ იცის, რა ხდება ქუჩებში. 

რამდენიმე წელია, ქალაქ გორში აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია ,,ჰორიზონტი" ასრულებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები