ახალი ამბები
გორში ღამით წესრიგის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
გორში, ღამით, სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გაიზარდა. მორიგი შემთხვევა წუხელ მოხდა.

დაპირისპირება და წინააღმდეგობა, როგორც პოლიციელები სასამართლო სხდომაზე აცხადებენ, საზოგადოებრივი წესრიგის მოწოდების დროს იწყება.

მაგალითად, წუხელ გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, 3 პირი დააკავეს. მათთგან ორი მოქალაქე პოლიციის მოთხოვნასაც არ ემორჩილებოდა.

გორის სასამართლომ ოქმები უკვე განიხილა. ყველა მათგანი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი. ორ პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

3 დღით ადრე, 14 ივნისს, პოლიციამ ანალოგიური მუხლით კიდევ 3 ადამიანი დააკავა. დაკავებულებმა ჯარიმის ნაცვლად დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნა არჩიეს.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ,,წესრიგის დამრღვევებმა" ჯარიმის გადახდას იზოლატორში ყოფნა არჩიეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები