სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა ლაბორატორიულად
დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი"
ავრცელებს.
ამავე სააგენტოს ცნობით, კორინავირუსის დადასტურებული შემთხვევების
საერთო რაოდენობამ 81-ს მიაღწია. მათგან 43 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
17 ივნისის მონაცემებით, ბოქსირებულ განყოფილებაში 38 პაციენტი
იმყოფება, რომელთაგან 35 რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.
"ახალი შემთხვევებიდან სამი სამხედრო კურსანტია, რომლებიც რუსეთის
ფედერაციიდან არიან ჩამოსულები, ხოლო მეოთხე - სამხედრო მოსამსახურეა.
ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. მთელი პერიოდის განმავლობაში
ჩატარდა 2 037 ტესტი." - განმარტა დე-ფაქტო ხელისუფლების პარლამენტის
ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, ანა გაგლოევმა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ინფექციის პირველი სამი შემთხვევა, 5 მაისს
დაფიქსირდა.
ამჟამად, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 223-ზე მეტი ადამიანი, მათგან 119
რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში, 26 კი თვითიზოლაციის
პირობებში.
სტატიის გამოყენების პირობები