20 ივნისიდან უფლისციხის მუზეუმი მუშაობას განაახლებს. შიდა
ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი განახევრდება. განახევრებული ტარიფი
ძალაში 3 თვის განმავლობაში იქნება.
აღნიშნულ დეტალებზე უფლისციხის მუზეუმში დღეს იმსჯელეს, სადაც სტუმრად
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი,
ნიკა ანთიძე იმყოფებოდა.
მისი ინფორმაციით, 2021 წლიდან, შიდა ქართლში შემეცნებით-გასართობი
სივრცეებიც იქნება ათვისებული.
,,ამოქმედდება მულტიმედიური ექსპოზიციით აღჭურვილი გრაკლიანის
არქეოლოგიური მუზეუმი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება რესტავრირებული
და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხეც."
განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
სტატიის გამოყენების პირობები