ახალი ამბები
ავარია ხელთუბანში - დაიღუპა ერთი ადამიანი

 

,,ახალგაზრდა ბიჭი მოჰქროდა მანქანით. მიკროავტუბისის მძღოლი მას მოერიდა, მაგრამ შეამჩნია, რომ გზაზე მიმავალ დედა-შვილს ეჯახებოდა. იმათაც ააცილა მანქანა. ჯერ ურნას შეეჯახა და მერე გადაყირავდა. მიკროვატობუსის მგზავრი  გადმოვარდა და მანქანამ მაგ დროს ქვეშ მოიყოლა" - ყვებიან ადგილობრივები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევა თორტიზის გადასახვევთან მოხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები