მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში
სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ
პრიორიტეტულ ჯგუფებში PCR ტესტირებების გაფართოების პროცესის
მიმდინარეობა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობები.
აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი
PCR ტესტის ჩატარება უნდა
შეეძლოს.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი
საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ
მუშევანში.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895
დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში,
მეთვალყურეობის ქვეშ - 256 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს
პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და
პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სტატიის გამოყენების პირობები