ახალი ამბები
,,სპეცნაზელი შვილით მაშინებს" - ქალბატონი დამხმარე ფართში

 

ნათელა დემეტრაშვილმა ბინა იპოთეკით 2009 წელს დატვირთა. თანხა დათქმულ ვადაში ვერ გადაიხადა, რის გამოც საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დატოვება მოუწია. იპოთეკარს ეგონა, რომ ორსართულიანი სახლი მთლიანად დარჩებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობის პირველი სართული სახელმწიფო საკუთრებაა.

 

მეორე სართულიდან გამოსახლების შემდეგ ნათელა დემეტრაშვილმა პირველ სართულზე, დამხმარე ფართში დაიდო ბინა. იქ უკვე ორი წელია ცხოვრობს, თუმცა იპოთეკარის დაჟინებული მოთხოვნით, აიძულებენ ისიც დატოვოს.

 

ცოტა ხნის წინ, ნათელა დემეტრაშვილს ქონების მართვის სააგენტოს გორის სერვისცენტრიდან (ხელმომწერი გიორგი ქობლიანიძე) მიუვიდა წერილი იმის შესახებ, რომ ნათელა დემეტრაშვილს აღნიშნული ფართის მესაკუთრის მოწმობა წარედგინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი პრივატიზაციის მიზნით, უნდა დაცალოს.

 

ნათელა დემეტრაშვილის თქმით, იპოთეკარს სურს ეს პირველი სართული აუქციონზე გავიდეს, შეისყიდოს და ორი სართული მთლიანად დარჩეს. შესაბამისად, ქალბატონს ამ ფართიდანაც მოუწევს გასახლება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები