ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 22 ივნისი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ჯამში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 908-ს, გამოჯანმრთელებულების კი, - 761-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.
Print

სტატიის გამოყენების პირობები