ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გასული 24 საათის განმავლობაში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. დე-ფაქტო მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ანა გაგლოევის თქმით, კორონავირუსზე ტესტი 66 ადამიანს ჩაუტარდა.

ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა რუსეთითან სახლში დაბრუნებულ კადეტთან, რომელიც კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა.

ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავისუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.

,,23 ივნისის დილის მონაცემებით, ცხინვალის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით დაავადებული 34 ადამიანი მკურნალობს. აქედან 33 კადეტია, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალი. 149 ადამიანი იმყოფება სამხრეთ ოსეთში სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ," - თქვა გაგლოევმა.

კორონავირუსისი პირველი სამი შემთხვევა 5 მაისს დაფიქსირდა. მთელი პერიოდის განმავლობაში 2,265 ტესტი ჩატარდა. რუსეთთან საზღვარი კი, 30 ივნისამდეა ჩაკეტილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები