ახალი ამბები
მონადირეთა მემორიალი კლიკის ჯვრის გზაზე (PHOTO)
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ორმოცი-ჭანჭახას გზაზე, სადაც კლიკიჯვრის ეკლესია შეგხვდებათ, წყაროსთან მემორიალური დაფაა გაკეთებული.

ეს წყარო დიდ მუხასთან გამოდის და, როგორც მღებრიანის თემის წარმომადგენელი გვეუბნება, მონადირეებისთვის საყვარელი ადგილია.

მუხის ხესთან შემოწყობილ ქვებზე ათამდე ადამიანის სახეა გამოსახული. წარწერებიდანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა დროსაა გარდაცვლილი.

ქვები ხიდისთაველმა კაცმა, ტრისტან დვალიშვილმა გარდაცვლილი მონადირეების საპატივსაცემოდ გააკეთა. ანუ იმ ადამიანების საპატივსაცემოდ, ვინც სანადიროდ ყოფილა და ამ წყაროსთან წყალი დაულევია.

 




კლიკის ჯვრის ეკლესია მდებარეობს  შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ მღებრიანიდან ერთი კმ–ის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე. ეკლესია ლიტერატურაში თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები