ახალი ამბები
უფლისციხეს შაბათ-კვირას უკვე 300-მდე ვიზიტორი ესტუმრა
2020 წლის 20 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი აღდგა. გაიხსნა უფლისციხე, სადაც ორ დღეში უკვე 300-მდე ვიზიტორი მივიდა, მათ შორის, უცხოელები.

მუზეუმის ადმინიტრაციის ცნობით, შაბათს, 21 ივნისს, ციხე-ქალაქს 80 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო კვირას - მუზეუმის თანამშრომლებმა უკვე 200-ზე მეტი ვიზიტორს უმასპინძლეს.

,,სიმართლე გითხრათ, პირველივე დღეებში ასეთ დინამიკას არ ველოდით, რაც ძალიან სასიხარულოა. იყვნენ უცხოელებიც, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ მიღებული." - გვითხრა მუზეუმის წარმომადგენელმა დინა ნასყიდაშვილმა.

პანდემიის პირობებში, გარკვეული დროის განმავლობაში, ვიზიტორებისთვის მომსახურების ფასი განახევრებული იქნება.

საქართველოში უფლისციხე ყველაზე პოპულარული ადგილია, სადაც ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა წელიწადში 300 000-ს აღწევს.

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთმა, სტალინის სახლ-მუზეუმმა განაახლა მუშაობა.

"20 ივნისიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია აღნიშნული ობიექტების დათვალიერება. ორივე მუზეუმში მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რეკომენდაციები." - აღნიშნეს გორის მერიის ტურიზმის განყოფილებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები