ახალი ამბები
13 გაყიდული ბილეთი კასპში - ,,ნუ ეძინება ნურავის"

 

კონცერტზე შემოსული თანხა თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ირიცხება. კასპამდე მომღერლებმა 65 მუნიციპალიტეტში ჩაატარეს კონცერტი. გიორგი ჩიტაურის თქმით, კონცერტის ჩაშლის ფაქტი არც ერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

 

,,ნუ ეძინება ნურავის" - ამბობს მომღერალი გიორგი ჩიტაური.

 

ჯგუფის წევრებს ხელშეკრულება შპს ,,ჰარმონიასთან" ჰქონდათ გაფორმებული, რომელთა წარმომადგენლებმაც დარბაზი მათ 200 ლარად მიაქირავა. 

 

ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე ხალხის რაოდენობა გაიზარდა. ნაწილი კი, ძვირადღირებული მანქანებიდან ადევნებდა თვალყურს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები