ახალი ამბები
გორის მერის მოადგილემ სახლის წინ მწოლიარე პოლიციელი დააყანებინა
გორში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც არც საბავშვო ბაღია და არც სკოლა, მწოლიარე პოლიციელი დააყენეს. 

მერის პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული მოთხოვნა მოსახლეობამ წამოაყენა. როგორც გაირკვა, ,,მთხოვნელი" მერის მოადგილე, პაკო ივანიშვილია.

,,ამ ქუჩაზე მანქანა მოზარდს დაეჯახა და შესაბამისად მოსახლეობამ მწოლიარე პოლიციელის დაყენება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა" - გვითხრეს მერის პრეს-სამსახურში. 

qartli.ge არაერთხელ წერდა, რომ გორის სხვადასხვა უბნებში სხვა მოსახლეებიც ითხოვდნენ ,,მწოლიარე პოლიციელების" დაყანებას, მაგალითად, ყიფიანის ქუჩი დასასრულს, სადაც მხოლოდ ერთ ზამთარში, ავტოსაგზაო შემთხვევის 10 ფაქტი დაფიქსირდა. 

,,უამრავი განცხადება გვაქვს შეტანილი მერიაში, რომ დააყენონ ამ მონაკვეთზე ეს წინაღობები. ჯერ ერთი მოსახლეობა ცხოვრობს, მეორეც, მკვეთრი მოსახვევია და დიდი სიჩქარით მომავალი მანქანები ვერ ასწრებენ მოხვევას, იჩეხებიან ჩვენს ეზოებში" - აცხადებენ ყიფიანის ქუჩის მცხოვრებნი. 

,,მწოლიარე პოლიციელის" დამონტაჟებას ითხოვდა გორის მე-11 სკოლის დირექტორიც, რომელმაც არაერთი წერილი გაუგზავნა გორის მერიას. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები