ახალი ამბები
ენმ-ს ოფისის დარბევის ფაქტზე 51-წლის მამაკაცი დააკავეს
პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პიროვნება დაკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იხ. ამავე თემაზე:

ენმ-ს გორის ოფისი დაარბიეს
,,ოფისი უკვე რამდენჯერმე დაარბიეს" - ენმ
Print

სტატიის გამოყენების პირობები