ახალი ამბები
სოციალურ ქსელში ,,ენმ"-ს ოფისის დარბევაში ბრალდებულის ფოტო გავრცელდა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ოფისის დარბევაში მხილებული პირის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ ფოტოს მიხედვით, მამაკაცს ,,ქართული ოცნების" მაისური აცვია.

მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაცია ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. რამდენად კავშირი აქვს ამ პიროვნებას ,,ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციასთან, მმართველ გუნდი ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმასხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხ. ამავე თემაზე:

ენმ-ს გორის ოფისი დაარბიეს

,,ოფისი უკვე რამდენჯერმე დაარბიეს" - ენმ





Print

სტატიის გამოყენების პირობები