ახალი ამბები
ლოპანი-ალის შორის არსებულ ტყეში რუსმა სამხედროებმა ხეები წითელი საღებავით მონიშნეს
ოკუპირებულ სოფელ ლოპანსა და ხაშური-საჩხერის მუნიციპალიტეტებს შორის არსებულ ტყეში რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი წითელი საღებავებით მონიშნეს. 

ამის შესახებ qartli.ge-ს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ განუცხადა.

მისი თქმით, მონიშვნები ხეებზეა გაკეთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიმეტრზე ე.წ. საზღვრის გავლების შემთხვევაში ათობით ჰექტარი ტყის მასივი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება.

"ეს მონიშვნები აღმოვაჩინეთ ოკუპირებულო ლოპანის და ქართული სოფლების, კორბოულის და ალის შუაში არსებულ ტყის მასივში. რომელიც ე.წ. საზღვრიდან ქართული მხარის კონტროლორებადი ტერიტორისკენ, დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეში არის გაკეთებული. ის, რომ სამუშაოები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა განხორცილებული, ამას გუგლის მონაცემებიც ადასტურებს",-აცხადეებს ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში) აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტყის მასივებში მიმდინარე უკანონო ქმედებები, წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს.

პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით.

ამავდროულად პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები
Print

სტატიის გამოყენების პირობები