ახალი ამბები
მაღაზიაში დაჭრილი ახალგაზრდა შველას ითხოვდა

 

 

,,დაახლოებით, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა შემოვიდა, მხარში იყო დაჭრილი. მიშველეთ, ცუდად ვარო. მართლა ცუდად ხდებოდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და წაიყვანეს. სადაური იყო, არ ვიცით." - გვითხრეს ,,დაფნეს" თანამშრომლებმა.

 

პოლიციამ გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყეს.

 

Qartli.gE-მ სისხლის კვალი, როგორც მაღაზიის წინ, ასევე მაღაზიის გვერდით მდებარე სკვერში დააფიქსირა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა ამ სკვერში დაჭრეს. სკვერი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გიორგი ცაბაძის სახელობისაა და ჭავჭავაძის გამზირის განაპირას მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები