ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა - ქირურგის გზა ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან
ქირურგმა დავით ბარლიანმა გორის ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბარლიანი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. მასთან ერთად, თანამდებობა დირექტორის მოადგილემაც დატოვა.

4 წლის განმავლობაში, გორის ჰოსპიტალში მუშაობის დროს, ანაზღაურების სახით 212 616 ლარი მიიღო.

ქირურგი გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 2016 წლიდან გამოჩნდა. ის პარალელურად სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების გამგე იყო.

დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს გორის ჰოპიტალიდან მიიღო 21 047 ლარი, ხოლო ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან 13 824 ლარი.

2017 წელს გორის ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილეა. ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო 57 468 ლარი.

2018 წელს გორის ჰოსპიტალის დირექტორი გახდა და მიიღო - 67 133 ლარი.

2019 წელს გორის ჰოსპიტლის დირექტორი - 66 968 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები