ახალი ამბები
წმ. ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები უფლისციხეში არიან
ფოკადან მომავალი მრევლი უკვე უფლისციხეშია. წმ. ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები 12 ივლისს მცხეთაში იქნებიან.

12 ივლისს სვეტიცხოველში მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდება და დალოცავს.

თითქმის 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოციქულთა სწორი წმ. ნინომ ქართლი მოაქცია. ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 31 წლის წინ დაწესდა. მსვლელობა 1 ივნისს იწყება და გრძელდება 12 ივლისამდე.

წმინდა ნინოს ქადაგებით, 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.

იხ. ამავე თემაზე:

წმინდა ნინოს გზა ქართლში
Print

სტატიის გამოყენების პირობები