ახალი ამბები
აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღის შენობა აღადგინეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში დღეს მის სანახავად აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი იმყოფებოდა.

თითქმის დანგრეული შენობის აღდგენა  USAID-ის პროექტის "ზრდა" დახმარებით  განხორციელდა.

,,სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც." - აღნიშნავენ გორის მერიაში.

ელჩთან ერთად ქვეშში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტის "ზრდა" წარმომადგენლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები