პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამის „დანერგე მომავალი“ განცხადებების მიღების მეორე ეტაპს იწყებს.
ცვლილების მიხედვით, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, გათვალისწინებული შემდეგი სხვა პუნქტები:
- რეგიონებს, ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა.
- ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი - 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს.
- თოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს.
- იმპორტის გზით ნერგების შეძენის შემთხვევაში 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტი.
- ახალი განკარგულებით, ასევე შესაძლებელია ერთი ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაწილეობა.
უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად პროგრამით „დანერგე მომავალი“ სარგებლობას უფრო მეტი ფერმერი შეძლებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, პროგრამის „დანერგე მომავალი“ I ეტაპზე სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში 89.63 ჰექტარზე ჯამში გაცემულია 575 889 ლარის დაფინანსება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
სტატიის გამოყენების პირობები