ახალი ამბები
კასპიცემენტის მანქანები ფარნავაზის ქუჩაზე აღარ იმოძრავებს
კასპში, ჰაიდელბერგცემენტის მანქანები დასახლებულ პუნქტში აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ცემენტისთვის მანქანებისთვის ალტერნატიული გზაა მოწყობილი.

ამ ფაქტის აღსანიშნავად, 10 ივლისს ჰაიდელბერგცემენტისა და კასპის მერიის წარმომადგენლები მემორანდუმს გააფორმებენ. 

რაც შეეხება იმ ქუჩას, რომელიც სატვირთო მანქანებმა დააზიანა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ფინანსურ ხარჯებს მერიასთან ერთად კასპიცემენტის ქარხნის ადმინისტრაცია გაიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები