მიუხედავად იმისა რომ კასპის მერიისა და ჰაიდელბერგცემენტის
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გუშინ მემორანდუმი გააფორმეს,
ქარხნის შესასვლელში აქცია მაინც იმართება.
საინიციატივო ჯგუფში წევრები აცხადებენ, რომ მხოლოდ ფარნავაზის ქუჩაზე
ცემენტის მანქანების მოძრაობის შეზღუდვა საკმარისი არაა.
მათი თქმით, აუცილებელია ქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული
მავნე ნივთიერებიბსგან.
ბოლო პერიოდში, არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ასახავს ქარხნიდან
ცემენტის ნაწილაკების გაფრქვევას. აქციის მონაწილეები კონკრეტულ
პასუხს ითხოვენ, თუ რატომ იფრქვევა ცემენტის მტვერი მილებიდან.
სტატიის გამოყენების პირობები