ახალი ამბები
ალში 74-წლის მამაკაცს სასტიკად სცემეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 74 წლის მამაკაცი სასტიკად ცემეს. შემთხვა გვიან ღამით, სოფელ ალში მოხდა. დაზარალებული და მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ მოხუცს გამეტებით რამდენიმე პირი ურტყამდა, რომლებიც სავარაუდოდ ალკოჰოლის და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. დაზარალებულს ალში მაღაზია აქვს და ინციდენტიც სწორედ იქ მოხდა.

"ყველაფერი იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვუთხარი რამდენიმეს სიგარეტის ნისიად მიცემაზე. მერე ქვა ისროლეს მაღზიისკენ, ჩემი შვილის მანქანა ეყენა და არ მოარტყათ-თქო. ამ დროს მომცვივდნენ და მცემეს. ჯერ ერთმა დამარტყა და მერე სხვებიც მირტყამდნენ. პოლიციის უფროსმა მითხრა, ადექი და მოკალი, ხო იცი ვინებიც არიანო. სამართალი არ არის, პოლიციელები კრიმინალებს მფარველობენ", - ამბობს მიხეილ პატარიძე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, იგივე პირებმა გასულ წელს მაღაზია გაუტეხეს და 2000 ლარი წაიღეს, თუმცა, საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

,,ჩვენი უბნელები არიან ის ადამიანები ვინც ჩემი მამამთილი სცემეს, პოლიციას დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ დამნაშავეები ჯერ. ნისიად უნდოდათ 4 კოლოფი სიგარეტი, ჩემმა მამამთილმა კი მხოლოდ ორი მისცა. ამის შემდეგ სცემეს. პირველი შემთვევა არ არის, ადრე მაღაზიის დაწვაც სცადეს. არ ვიცი რატომ არავის აკევებენ, ალბათ მფარველები ყავთ პოლიციაში. მამამთილს დაზიანება აქვს თვალის არში და ნეკნები სტკივა ძლიერად,"-ამბობს ნაცემი მამაკაცის რძალი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები