ახალი ამბები
კერძო საკუთრება შუა ქუჩაზე - შევჩენკოს ,,კუნძული" გორში

 

 

მერიამ საკითხის შესწავლა ამის შემდეგ დაიწყო. საჯარო რეესტრის რუკაზე მიწა ცარიელი ჩანს, თუმცა მეპატრონემ ,,სისტემური ნახაზები" წარადგინა და დაამტკიცა, რომ ნაკვეთი კომუნისტების დროს სასახლკარედ მიიღო.

 

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე  განაცხადეს, რომ სასახლკარე ნაკვეთების დარიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე, გზებმა და ნაკვეთების შემოღობვის ფაქტებმა ქაოტური სახე მიიღო.

 

მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შევჩენკოს ქუჩაზე რეაბილიტაცია ხორციელდება კერძო საკუთრების საზღვრებამდე.

 

,,მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფას ნიშნავს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის." - აღნიშნავს ტლაშაძე.

 

ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩის კერძო საკუთრებით გადაკეტვის წინააღმდეგია და სამანქანო გზას ითხოვს.

 

,,ასეთ სიტუაციაში, ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ მოლაპარაკებების გზა რჩება. მერიის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, რომ საკითხი გადაწყდეს მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და სადაო ტერიტორიაზე გამავალი ქუჩის ნაწილი შენარჩუნდეს." დასძინა მერის მრჩეველმა.

 

კვერნაქის დასახლებაში ამჟამად 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლეონიძის, შევჩენკოს, თამარ მეფისა და ღამბარაულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები 470 ათასი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნულ ქუჩებზე 85 ოჯახი ცხოვრობს.

 

„გარდა ამისა მოსახლეობას მინდა ვაცნობო, რომ თელავის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის, გელოვანისა და ნონეშვილისა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მერია პირველი შესაძლებლობისთანავე გეგმავს.“ - აღნიშნა პრესკონფერენციის ბოლოს შალვა ტლაშაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები