ახალი ამბები
74-წლის კაცის ცემის ფაქტზე ხაშურში 3 ახალგაზრდა დააკავეს
ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხ. ამავე თემაზე

ალში 74-წლის მამაკაცს სასტიკად სცემეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები