ახალი ამბები
თავმჯდომარემ იმპიჩმენტის საკითხები დღის წესრიგში არ შეიტანა

 

 

,,კომენტარის გარეშე" - გვითხრა დავით წეწვაძემ, ,,თავისუფალმა დემოკრატმა"

 

,,ეს თავმჯდომარეს უნდა ჰკითხოთ, მან არ შეიტანა დღის წესრიგში. ალბათ, წერილობით გვაცნობებენ" - გვითხრა თამარ თედლიაშვილმა, ,,თავისუფალმა დემოკრატმა".

 

,,ამას ცალკე საკრებულოს თავმჯდომარეს შევეკითხები" - გვითხრა ილია მეტრეველმა, ,,ქართული პარტიიდან".

 

ბიუროს სხდომის დამთავრებას უაპელაციოდ ზურაბ როსებაშვილიც შეხვდა, რომელიც ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელია.

 

თუ რატომ არ მოხვდა დღის წესრიგში იმპიჩმენტის საკითხები, იმპიჩმენტის მომხრე და თანაც ბიუროს წევრებმა ასეთი პასუხი გაგვცეს. კითხვები ბიუროს არც ერთმა წევრმა დასვა.

 

პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ შეტანილ საიმპიჩმენტო საკითხებს პროცედურები აქვს გასასვლელი.

 

,,ამ საკითხს გაივლის ეთიკისა და საპროცედურო კომისია, ასევე, იურიდიული კომისიაც გაგვაცნობს თავის მოსაზრებებს და ამის შემდეგ განვიხილავთ" - გვითხრა პაპუნა კობერიძემ.

 

შეგახსენებთ, 2015 წლის 26 აგვისტოს საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებმა, პაპუნა კობერიძისა და ნინო ზურაბიშვილის გარდა, ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა მეზვრიშვილის (ლეიბორისტული პარტია) გადაყენება მოითხოვეს.

 

რვავე წევრი გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს უნდობლობას უცხადებს.

 

ამგვარად, 2015 წლის 4 სექტემბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იმპიჩნეტის პროცედურები არ განხორციელდება. ბიუროზე სხვა, 22 საკითხი დაამტკიცეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები